მომღერალი რატი დურგლიშვილი გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ იყო სტუმრად.
რატიმ აღნიშნა, რომ ბულინგის მსხვერპლი ხშირად ყოფილა;
„ყველაზე დიდი პროტესტი რაც გამაჩნდა, ბავშვობაში, იყო ის, თუ რატომ იყო პოზიტივის დეფიციტი. რატომ აბულინგებდნენ ადამიანებს და რატომ ამბობდნენ, რომ მახინჯია.
ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, მალე ვივიწყებ ნეგატივს, რომ მკითხო, ვერც გეტყვი ვისგან მქონდა წყენა. შევარდნაძის პერიოდი იყო, სცენაზე ვიდექი გამორჩეული ვიყავი ჩაცმით და ხშირ შემთხვევაში ბულინგის მსხვერპლი გავმხდარვარ და ძალიან ბევრჯერ მიტირია. ჩემი ტოლი ბიჭები დამცინოდნენ, სცენაზე რომ ვცეკვავდი. ყველა ადამიანთან ვერ ვკონტაქტობდი. ხშირ შემთხვევაში მანდილოსნებთან ვმეგობრობდი. მაშინ მუშაობაც სირცხვილი იყო.
ვიმუშავე ჩემ თავზე, რომ არ გავბოროტებულიყავი. ერთად ერთი რასაც ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ არ გახდე ისეთი- მეთქი“. – იხსენებს რატი.