LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებ, ემოციების „ბუკეტია“ – ეს ჩემი ოცნების ასრულებაა, არასოდეს დანებდეთ“ – ოსკარის ნომინანტი ნანა ჯორჯაძის ფილმის მთავარი გმირი თაკო ტაბატაძე კარიერულ წინსვლაზე საუბრობს

624
თაკო ტაბატაძე

„ვფიქრობ, ეს ჩემი ოცნების ასრულებაა და მინდა ყველას ვუთხრა: არასოდეს დანებდეთ. ის, რომ მე დღეს ნანა ჯორჯაძის ფილმს ეკრანზე ვუყურებ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ, რამდენიმე წლის წინ ოცნება იქნებოდა“, – ამბობს და ოსკარის კინოაკადემიის ნომინანტი კინოსურათის „პეპლების იძულებითი მიგრაციის“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, თაკო ტაბატაძე.

4 შვილის დედამ, რომელმაც მსახიობობა საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კარიერაზე გადაცემა „დროებაში“ საუბრობს და ამბობს, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულია.

თაკო ტაბატაძის ხილვა საზოგადოებას თბილისის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე შეეძლო, სადაც ქართველი ოდრი, როგორც მას უწოდებენ, ფესტივალის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელია.

„როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებ, ემოციების „ბუკეტია“. ძალიან კრიტიკული ვარ და საკუთარ თავს გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი, ყველა დეტალს, ყველა ფრაზას.

ვფიქრობ, ეს ჩემი ოცნების ასრულებაა და მინდა ყველას ვუთხრა: არასოდეს დანებდეთ. ის, რომ მე დღეს ნანა ჯორჯაძის ფილმს ეკრანზე ვუყურებ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ, რამდენიმე წლის წინ ოცნება იქნებოდა“. – ამბობს „ფორმულასთან“ საუბრისას თაკო ტაბატაძე.