დიდთოვლობის გამო ამსტერდამის აეროპორტში ფრენები გადაიდო.
სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის მიმართულებით 150-მდე ფრენა გაუქმებულია.
ამასთან, ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM-ის წარმომადგენელმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს დაგეგმილი 65 ფრენა გააუქმა.