ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „რეფორმები აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.
ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ 14-15 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც „ქართველებთან ერთად, მისთვისაც ემოციურია“.
„14-15 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გადაწყვეტენ 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში განვითარების ბედს. ეს ქართველებთან ერთად, ჩემთვისაც ემოციურია. ევროკომისიამ 8 ნოემბერს დადებითი რეკომენდაცია მისცა საქართველოს, ვიმედოვნებ, 2 კვირაში ეს სტატუსითაც გამყარდება. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მეტიც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ბოლო დღეებში ბევრი ინიციატივა გამოითქვა, რეფორმები აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.