LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: „განსხვავებებმა არ უნდა დაგვაშოროს და დაგვაზიანოს – ყველას გთხოვთ, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს და თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს“

137
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელებს მოუწოდებს, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და მიუხედავად მათი კითხვებისა და პოზიციისა, ჟურნალისტებს თავს არ დაესხნენ.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ერთმანეთზე თავდასხმა, შეურაცხყოფა და დაყოფა არ არის ის, რაც დღეს ჩვენ ხალხს, საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება.“

„რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათი პოზიციის გარჩევა და სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფა.

ხაბეიშვილი: „როცა პარტნიორებს ვესაუბრები, ჩემი შეკითხვაა, როგორ წარმოუდგენიათ, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ენმ-ს პრემიერობის კანდიდატად სურს, იყოს ციხეში, საარჩევნო კამპანია როგორ უნდა ჩავატაროთ?“

„23 ნოემბერს უნდა დაველოდოთ, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გაიგებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც, ხალხიც“ - განაცხადა ხაბეიშვილმა და დაამატა, რომ პარტია „ხელების ჩამოშვებას“ არ აპირებს.

უმნიშვნელოვანესია ყველას ესმოდეს, რომ რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, დამატებით იმ ადამიანების დაპირისპირება, ვინც რეალურად საერთო ღირებულებებზე და ერთ მხარეს ვართ, დიდი შეცდომა და დანაშაულია.

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და პუტინისტებს ნუ მივცემთ დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს. ყველა ჟურნალისტს აქვს უფლება ჰქონდეს მისი პოზიცია, იყოს კრიტიკული და დასვას ყველა ის კითხვა, რაც აქტუალურია და აინტერესებს.

პოლიტიკურ საკითხებს გავარკვევთ, გავარჩევთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ პოლიტიკოსები. გარკვეულმა განსხვავებებმა არ უნდა დაგვაშოროს და დაგვაზიანოს საერთო მიზნისკენ სიარულში, ეს მიზანი კი მკაფიოა – საქართველოს ევროპული მომავალი.

ვიდეო: „ნიკა მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ – რა კითხვას უპასუხა წერილობით ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში

მე ვფიქრობ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ხალხთან, ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ საპასუხოდ და შესაბამისად მედიების, ჟურნალისტების უმრავლესობას მოეხსენება, რომ ყველა ჯერზე ვცდილობ ამომწურავად ვუპასუხო ყველა დასმულ შეკითხვას.

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს, მათი პოზიციის, შეკითხვის თუ ინტერპრეტაციის გამო. ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“. – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ზოგიერთი კონკრეტული ლიდერი დაიმალა, ყველა მიხვდება, რასაც ვსაუბრობ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები