შაბათს, ქართველი მორაგბეები კარდიფში უელსის ძლიერ გუნდს შეეჭიდებიან. ბორჯღალოსნები უკვე ჩრდილოეთში არიან და ამ მნიშვნელოვანი და საპატიო შერკინებისთვის ემზადებიან.
ნაკრებმა მსუბუქი, აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. ახლა უკვე აქტიურ მზადებას შეუდგნენ.
თამაში შაბათს, ჩვენი დროით, 18:30 საათზეა.
შეგახსენებთ, უელსთან ტესტის შემდეგ ერთ კვირაში, 25 ნოემბერს, 18:00 საათზე ბორჯღალოსნები აშშ-ს თბილისში, მიხეილ მესხზე ერკინებიან.