LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

918
წინანდლის-პრემია

2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია! ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ – დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2023 წლის „წინანდლის პრემიის“ 23  ნომინანტი გამოავლინა.

2023 წლის „წინანდლის პრემიის“ შორთ-ლისტი:

⦿ თეატრალური ხელოვნება:

ნიკოლოზ ბაქრაძე, მსახიობი

საკონკურსოდ წარადგინა პრესლის როლი სპექტაკლიდან „ფიწალი დისნეი“ (ფილიპ რიდლი), თეატრი „ათონელზე“, 2023

საბა ასლამაზიშვილი, რეჟისორი

საკონკურსოდ წარადგინა სპექტაკლი „ქარიშხალი“ (უილიამ შექსპირი), ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2023

გიორგი კაშია, რეჟისორი

საკონკურსოდ წარადგინა სპექტაკლი „ირინეს ბედნიერება“ (დავით კლდიაშვილი),  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2023

 

⦿ კინოხელოვნება:

სანდრო სამხარაძე, მსახიობი

საკონკურსოდ წარადგინა ანდროს როლი  სერიალიდან  „ხელოვნური სუნთქვა“ (რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, თენგიზ მეგრელიშვილი),  2023

ელენე  ადამაშვილი, ნატალია  ადამაშვილი, კინორეჟისორები

საკონკურსოდ წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ლანჩხუთი 3 წლის შემდეგ“,  2023

ლევან  ჭყონია, კინორეჟისორი

საკონკურსოდ წარადგინა მოკლემეტრაჟიანი  მხატვრული ფილმი  „გულისხმა“, 2023

 

⦿ მუსიკალური  ხელოვნება:

სანდრო გეგეჭკორი,  პიანისტი 

საკონკურსოდ წარადგინა მუსიკალური ალბომი „Ad Infinitum”, 2023

ლაშა ხარხელაური, კომპოზიტორი

საკონკურსოდ წარადგინა კომპოზიცია „მუონი“ ორკესტრისათვის, 2023

გიორგი კობერიძე, კომპოზიტორი

საკონკურსოდ  წარადგინა კომპოზიცია „ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები“, 2023

 

⦿ მხატვრული  ლიტერატურა  (პოეზია):

პაპუნა ფირცხალაიშვილი, პოეტი

საკონკურსოდ წარადგინა ლექსები („ლიტერატურული გაზეთი“, N12, 2023)

ნინა სამხარაძე, პოეტი

საკონკურსოდ წარადგინა ლექსები  „ლიტერატურული გაზეთი“ N9, 2023)

თამარ ჟღენტი, პოეტი

საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული  „წამისყოფა“  (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2023)

 

⦿ მხატვრული ლიტერატურა  (პროზა):

თათული ღვინიანიძე, მწერალი

საკონკურსოდ წარადგინა რომანი  „ერთი კვირა ერთ ოთახში” (გამომცემლობა „პალიტრა L“,  2023)

ანი ბალიაშვილი, მწერალი

საკონკურსოდ წარადგინა რომანი  „ფსკერზე“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2023)

მათე ბაღაშვილი, მწერალი

საკონკურსოდ წარადგინა რომანი „ბეტონებს იქი“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2023)

 

⦿ საბუნებისმეტყველო  მეცნიერებები:

ილია კევლიშვილი, ქიმიკოსი

საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „დაძაბული ტრანს-სილაციკლოჰეპტანის სინთეზი და ციკლის-გახსნითი მეტათეზის პოლიმერიზაცია და მისი პოლიმერის ცალი მოლეკულური მექანიკა“

(ჟურნალი: Journal of American Chemical Society, 2023)

ლელა ჩიტაძე, ბიოლოგი

საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „მხედველობთი იმპრინტინგი შინაურ წიწილებში; ციტოპლაზმური პოლიადენილირების ელემენტის  დამაკავშირებელი ცილა 3, პრედისპოზიციები და დასწავლა“

(ჟურნალი: Neuro Report, 2023)

ქეთევან კოტორაშვილი, ასტროფიზიკოსი

საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „რატომ არ მოითხოვს მზეზე უფრო ძველი ვარსკვლავების ბრუნვის ევოლუციის შესწავლა დინამოს მოდის ცვლილებას“

(ჟურნალი: Monthly Notices of the Royal Astronomical Society, 2023)

 

⦿ სახვითი ხელოვნება:

მიშიკო სულაკაური, მულტიმედია არტისტი

საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ქუჯაი ის აღარ არის“, 2023

ქეუ მეფარიშვილი, მულტიმედია არტისტი

საკონკურსოდ წარადგინა სოლო გამოფენა  “ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე…”, 2023

სალომე ჩიგილაშვილი, მულტიმედია არტისტი 

საკონკურსოდ წარადგინა  სოლო გამოფენა  „მუცლის თმა“, 2023

 

⦿ ჰუმანიტარული  მეცნიერებები:

გიორგი ჯღარკავა,  ფილოლოგი, ენათმეცნიერი

საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები“ (გამომცემლობა „უნივერსალი“, 2023)

ნანა აბულაძე, ლიტერატურადმცოდნე

საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი “ორივე სქესი პერსონაჟები და თხრობის ხერხები მარიამ გარიყულისა და მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022)

საზოგადოებისთვის ლაურეატების ვინაობა ცნობილი გახდება უშუალოდ  „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც შედგება ა.წ. 8 დეკემბერს 19:30 საათზე ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში.

მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს, გადაეცემა ფულადი პრემია 4000 ლარის ოდენობით, ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და სპეციალური პრიზები.

„წინანდლის პრემია 2023“  ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, კავკასიის უნივერსიტეტი, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, კოსმეტიკური საშუალების ბრენდი „ბოდიშოპი“ „თიბისი ბანკი“, კომპანია „პეესპე“, ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.

პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

https://www.facebook.com/media/set?vanity=TsinandaliAward&set=a.743480554472505

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები