ბიონსე ახალი მუსიკალური ფილმის „რენესანსის“ პრემიერას დაესწრო, რომელიც ბევერლი-ჰილზში შედგა. მუსიკალური ტურნესა და ალბომის მხარდასაჭერი ფილმის პრემიერზე მუსიკოსმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. 42 წლის „გრემის“ ტრიუმფატორი ვარსკვლავი ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში, რომელსაც ამავე ფერის ხელთათმანი შეუხამა. ანსამბლს კი ამშვენებდა „ტიფანი და კოს“ უძვირფასესი სამკაული. შეგახსენებთ, რომ ბიონსე ბრენდის ამბასადორია.
საინტერესოა, რომ სპეციალურად პრემიერისთვის ბიონსემ რადიკალურად შეიცვალა იმიჯი და გაქერავდა. პრემიერას ბიონსეს ყოფილი ჯგუფის Destiny’s Child-ის წევრებიც ესწრებოდნენ.
ბიონსეს ეპოქალური ტურნე Renaissance დასრულდა – ველით გასაოცარ მონაცემებს
ვიდეო: „ბიონსე ყველას აერთიანებს“ – ბიონსეს კონცერტზე აცეკვებული პედრო პასკალი