მილანში, პოპის დედოფლის, მადონას კონცერტი გაიმართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ამ დღეს ლეგენდარული არტისტი პაპარაცებმა სასტუმრო Palazzo Parigi-იდან გამოსვლის დროს გადაიღეს.
65 წლის მომღერალი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მისი ტანისამოსი შავ ფერებში იყო გადაწყვეტილი. მას ბადე კოლჰოტი, მოკლე ქვედაბოლო და ტყავის, სხეულზე მომდგარი მოსაცმელი ეცვა, რომელიც ბეწვით იყო მორთული. მის „ლუქს“ ექსტრავაგანტური დიზაინის ფეხსაცმელი ამშვენებდა.
აღსანიშნავია, რომ მადონა „ინსტაგრამზე“ პრაქტიკულად ყველა ფოტოში „ფილტრს“ იყენებს. ახლა კი ვხედავთ, რომ პაპარაცულ ფოტოებში პოპის დედოფალი ფილტრის გარეშეც შეუდარებლად გამოიყურება.
65 წლის მადონა სახლში და ქუჩაში – პოპის დედოფლის მსოფლიო ტურნე გრძელდება – ფოტოები „ინსტაგრამიდან“
„დიდი მადლობა გურამ“ – მადონა გურამ გვასალიასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს