LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლის ღია სივრცეში საბელისა და ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა გაიზარდა – ახალი კანონი ძალაში დღეიდან შევიდა

289
ძაღლების გასეირნების წესი

დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გაყვანაზე ჯარიმა 20 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა.

ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და 76-ხმით, ერ­თხმად მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცეს.

ამავე ცვლილებების მიხედვით, 1 წლის განმავლობაში იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად 300 ლარი იქნება.

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები