LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეოს ლოს-ანჯელესური გართობა პაპარაცებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ (ფოტო)

16

ცნობილია, რომ ლეონარდო დიკაპრიო თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ის არასამუშაო დროს არაერთხელ დააფიქსირეს ახლო მეგობრების გარემოცვაში. ამჯერად ოსკაროსანი მსახიობი ლოს-ანჯელესში მაშინ შენიშნეს, როცა მეგობრებთან ერთად მანქანით გასეირნებას გეგმავდა. ფოტოგრაფებმა იცნე ლეოს ახლო მეგობარი ლუკას ჰაასი, რომელსაც მალე კიდევ რამდენიმე მეგობარი შეუერთდა.

ლეომ ტრადიციისამებრ სპორტულ სტილზე გააკეთა არჩევანი. ის თეთრ მაისურში, ჯინსებსა და კეპში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მან, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე, ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ქმედებას გამართლება არ აქვს.ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები