LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა

168
Untitled design (3)

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ელჩია – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„პარამოფარიკავე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი, მსოფლიოს თასის 22 ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გაეროს ბავშვთა ფონდმა ელჩებს შორის წარადგინა.

იუნისეფის ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გულითადად ულოცავს ირმა ხეცურიანს და წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს“ – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, იუნისეფის ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვთა უფლებების ადვოკატირებაში და იყენებენ საკუთარ პლატფორმებს ბავშვის უფლებათა საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები