„ძირითადი ინსტიქტის“ ვარსკვლავი შვებულებას მაიამიში ატარებს. ფოტოგრაფებმა შერონ სთოუნის გადაღება სანაპიროზე მოახერხეს, სადაც 59 წლის ვარსკვლავი საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა. ჟურნალისტებმა მალევე დაადგინეს, რომ „ოქროს გლობუსის“ მფლობელ მსახიობს La Blanca-ს ბრენდის საცურაო კოსტიუმი ეცვა, რომელიც 97 ევროდაა შეფასებული. საინტერესოა, რომ შერონი მაიამი-ბიჩზე უცნობ მამაკაცთან ერთად ისვენებს, რომელიც ასვეე მოხვდა პაპარაცების ობიექტივში, თუმცა, მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მსახიობის საქმიანობას, ცოტა ხნის წინ ის გამოცემა Haute Living-ის გარეკანს ამშვენებდა, როგორც წლის ქველმოქმედი ადამიანი. ამ წლის ბოლოს მისი მონაწილეობით ორი ახალი ფილმი გამოდის, ხოლო 2018 მაყურებელი შერონ სთოუნს ახალ მინისერიალში იხილავს.ფოტოები