როგორც ცნობილია, ესპანელი კანონმდებლები შაკირას გადასახადებისგან თავის არიდებასა და 14 მილიონიანი ჯარიმის გადაუხდელობაში ედავებოდნენ. საქმე პროკურატურამდეც მივიდა, სადაც მომღერლისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვდნენ. საუბარი იყო თავისუფლების 8 წლით აღკვეთაზე.
გადასახადებისგან თავის არიდების გამო შაკირას 8 წლიანი პატიმრობა და 19 მილიონიანი ჯარიმა ემუქრება
როგორც მედია იუწყება, პროცესი დასრულდა. თაღლითობის საქმეზე შაკირამ ესპანელ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია. პროცესის პირველივე დღეს პოპ-ვარსკვლავი 7,5 მილიონი ევრო ჯარიმის გადახდას დასთანხმდა. მომღერალმა წაყენებულ 6 ბრალდებაზე, ფაქტობრივად, დანაშაული აღიარა.
„მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ გადავჭრა ეს საკითხი. მე ჩემს შვილებზე ვფიქრობ“,- აღნიშნულია მომღერლის განცხადებაში.
„მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი“ – შაკირას მორიგი სულისშემძვრელი ინტერვიუ