LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren F1-ის საქარე მინა იმდენივე ღირს, რამდენიც ახალი ჩინური კროსოვერი

115
mclaren

სუპერქარი McLaren F1-ის საქარე მინა ერთი ცალი ახალი ჩინური კროსოვერის ფასი ღირს. 1990 წელს გამოშვებული სუპერქარი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილის წოდებას დღემდე ინარჩუნებს და თითოეული ეგზემპლარი კოლექციონერთა შორის მთელ ქონებად ფასობს. ბრიტანული კუპეს მფლობელებს თავისი ავტომობილები სარბოლო ტრასაზე იშვიათად თუ გამოჰყავთ, რადგან მინიმალური დაზიანებაც კი შესაძლოა ძალიან ძვირადღირებული რემონტით დასრულდეს. ამაში სუპერქარის ორი მეპატრონე ცოტა ხნის წინ თავად დარწმუნდა.

კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე Velocity Invitational ორ ავტომობილს საქარე მინები დაუზიანდათ. სუპერქარების მეპატრონეებს სარემონტო სამუშაოები უზარმაზარი თანხები დაუჯდებათ, იმდენი რომ ამ ფასად ახალ მანქანებს იყიდდნენ.

აღმოჩნდა, რომ McLaren F1-ის საქარე მინა 25 ათასი დოლარი ღირს, დამატებით 8 ათასი დოლარი მის შეცვლას სჭირდება. შედეგად გამოდის 33 ათასი დოლარი, რაც ახალი ჩინური კროსოვერის საყიდლად სრულებით საკმარისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები