LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, საღამური და ხალათი, რომელიც Nissan-ის სპორტქარების შთაგონებით შეიქმნა

114
nissan

Nissan-მა თავის სპორტქარებს სახლის ტანსაცმელი მიუძღვნა. იაპონელი ავტომწარმოებელი ტანსაცმლის პრემიუმ-ბრენდს Daniel Patrick-ს შეუამხანაგდა და ახალი კოლექცია Fast Asleep წარადგინა. კოლექცია საკმაოდ ლაკონიურია და მხოლოდ ორ ნივთს მოიცავს – ხალათს და საღამურს. ეს ნივთები GT-R, Z და ბრენდის სხვა სპორტქარების შთაგონებითაა შექმნილი. გულშემატკივრებმა უნდა იჩქარონ, რადგან თითოეული ნივთის ტირაჟი 50 ეგზემპლარით შემოისაზღვრება.

სამოსი Nismo-ს ორ ძირითად ფერში შესრულდება – შავსა და წითელში. საღამურის კომპლექტის შეძენას მსურველები 250 დოლარად შეძლებენ, ხოლო ხალათის ფასი 175 დოლარი იქნება. კოლექციის შეკვეთა Daniel Patrick-ის საიტზე იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები