1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება.
ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა აფიქსირებს:
- მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას
- შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას
- ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას
- სიჩქარის გადაჭარბებას
- მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას
პროგრამა, ამ დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმას ავტომატურად გამოწერს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.
წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერის დამონტაჟება იგეგმება.
გარდა ამისა,ხვალიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც.
კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ჯარიმებზე ფასდაკლება მოქმედებს.
თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.