ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.