მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ „ოპოზიცია ევრო რეკომენდაციებზე სამუშაოდ მზად არ არის“. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა – ქვეყნის დესტაბილიზაცია, უცვლელი რჩება.
„რასაც ვუყურებ შეფასებებს არ მრჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიცია მზად არის სამუშაოდ. კვლავ დაიწყო სპეკულაციები, რომ ეს არის დათქმა და ამ დათქმების მიღების გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა, როდესაც ეს ასე არ არის. არსებობს თემატური, პროფილური კომიტეტები და რა საკვირველია იქ მუშაობა გაგრძელდება. რაც იყო გეგმა და სტრატეგია – ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება უცვლელად მათ საქმიანობაში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.