LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მეგრელიშვილი: პარლამენტში ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები და ანახებენ საგიჟეთს – როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება, ჩვეულებრივი ზოოპარკია, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს

168
BeFunky-collage

პარლამენტში ბავშვები რომ მოჰყავთ, ზოოპარკში გონიათ თავი – სულ მიკვირს რას აყურებინებენ? როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება. ჩვეულებრივი ზოოპარკია. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებზე საუბრისას განაცხადა.

„პარლამენტის ფუნქციის შემსრულებელი ადამიანები, პოლიტიკოსები იქ არ არიან. კონსტრუქციული თანამშრომლობა კი არა, კონსტრუქციული ოპონირება იყოს. მიუხედავად იმისა რომ ყველა, რაღაც როლს ასრულებს, ადამიანური ზღვარი არსებობს, არ შეიძლება რომ ქალს შეაგინო… არსებობს რაღაცები, რაც არ შეიძლება გააკეთო. ასეთი ზღვaრის გადალახვის შემთხვევა იყო დღეს. ჩემი აზრით, ეს არის სიმპტომი იმისი, რაც ხდება პარლამენტში.

დაპირისპირება პარლამენტში: „ოცნების“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია, რის გამოც ანა წითლიძემ ლევან მგალობლიშვილს ქაღალდები ესროლა

ხომ შეიძლებოდა იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებული მწვავე დებატები გაგვემართა? ან გაგვეკრიტიკებინა და ეპითეტებით შეგვემკო, რომელიც არ იქნებოდა ქუჩური“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე შეფასებით, იქამდე დავიდა საქმე, დეპუტატებს უფრო მნიშვნელოვანი თემა არ აქვთ საჩხუბრად.

„იქამდე დავია საქმე, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფის ზომებს ვზომავთ, რომ ბალანსი არ დაირღვეს. რის დასაფარად ხდება ეს ყველაფერი? იმის დასაფარად, რომ კანონებს აღარ ვიღებთ განხილვით. დღეში ასობით კანონს ვიღებთ და ეს კანონები, სულ აკრძალვებია. ოპოზიციამ ინფორმაცია მაინც მიიტანოს საზოგადოებამდე იმასთან დაკავშირებით თუ რას შვრება ხელისუფლება. არა თუ ამას აკეთებს, არამედ ბლოკავს ამ თემებზე საუბრის შესაძლებლობას.

პარლამენტში ბავშვები რომ მოჰყავთ, ზოოპარკში გონიათ თავი. ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები და ანახებენ საგიჟეთს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. შემოჰყავთ ბავშვები და აყურებინებენ. სულ მიკვირს რას აყურებინებენ? როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება. ჩვეულებრივი ზოოპარკია. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. თან ეს ყველაფერი რომ ხელოვნურია, როგორც კი ეს კონფლიქტი ჩაწყნარდება, არავის ახსოვს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.. ის, რაც ვიხილეთ უმსგავსობაა, ქართული კულტურისათვის უღირსი და სამარცხვინო საქციელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები