სინგაპურის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, ქალაქ-სახელმწიფოს ავტოპარკის ზრდა შეაჩეროს. 2018 წლის თებერვლიდან ადგილობრივები ახალ ავტომობილებს ვეღარ შეიძენენ. ინფორმაციას სინგაპურის ტრანსპორტის სამმართველო ავრცელებს.
ავტოპარკის შეზღუდვის რეალიზება მსუბუქი ავტომობილების წლიური ზრდის მარეგულირებელ კოეფიციენტზე უარის თქმით მოხდება. დღეს ეს მაჩვენებელი 0,24%-ია, თებერვლიდან კი ნულს გაუტოლდება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კოეფიციენტის გადახედვის საკითხი 2020 წლისთვის განიხილება. ამასთან, მსუბუქი კომერციული ავტომობილების რეგისტრაცია 2012 წლიდან შეჩერდება.
იმისათვის, რომ სინგაპურში მაცხოვრებელმა ავტომობილი შეიძინოს, ადგილობრივი მთავრობისგან სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომელიც ათი წლის განმავლობაშია ძალაში, ამის შემდეგ ნებართვა უნდა გაგრძელდეს. საბუთების გაცემა კი ლატარეაში თამაშდება. სწორედ ასეთი გზით საბუთების გაცემა შეიზღუდება სინგაპურში თებერვლიდან.
გარდა ამისა, ქალაქ სახელმწიფოში ავტომობილებზე მაღალი გადასახადებია. მაგალითად, ავტომობილი, რომლიც 75 000 დოლარი ღირს, სინგაპურში 107 000 დოლარად იყიდება.