LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბეკორდული“ ფასდაკლება ბეკოს განახლებულ ფილიალში!

673
ბეკო

17, 18 და 19 ნოემბერს, თბილისი ცენტრალში, განახლებული, ახალი კონცეფციის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით ბეკო ყველა სტუმარს „ბეკორდულ“, 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს!

ფასდაკლება მაღაზიაში განთავსებულ ყველა კატეგორიის პროდუქტს შეეხება – როგორც სახლის მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ასევე, ტელევიზორებს, კომპიუტერულ ტექნიკას და სამზარეულოს ჭურჭელს.

ბეკო დაბალ ფასებსა და მაღალ  ხარისხზე მეტს გთავაზობთ – ის ტექნიკის ბრენდებს შორის ყველაზე ეკომეგობრული ბრენდია. ბეკო ორიენტირებულია, გახდეს მაქსიმალურად მდგრადი და ჰარმონიული ბუნებასთან, რაც მოიცავს როგორც ნარჩენების გადამუშავებას და ხელმეორედ გამოყენებას, ასევე, ელექტროენერგიის დაზოგვისთვის შექმნილი ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბეკოს ეკომეგობრული ტექნიკით ნაკლებ ენერგიას მოვიხმართ და ვუფრთხილდებით ჩვენს საერთო სახლს – დედამიწას.

საქართველოს ბაზარზე ბეკო 1997 წლიდან საქმიანობს. კომპანიამ პირველი მაღაზია ბათუმში გახსნა, დღეს კი ქვეყნის მასშტაბით ასამდე სავაჭრო წერტილი, ხუთი სერვის ცენტრი, 150-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებელთა ლოიალობა მთელი ამ წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონის, ინოვაციური ტექნიკის, პროდუქციის ფართო ასორტიმენტისა და კადრების პროფესიონალიზმის დამსახურებაა.  დღესდღეობით ბრენდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამომხმარებლო ბაზრის ლიდერია, თუმცა მისი მიღწევები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ბეკო საქართველოში არაერთი სოციალური თუ ჰუმანიტარული პროექტის მონაწილეა  და კომპანიის მიერ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია.

ცხადია, ბეკო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას – სამომავლოდ ბრენდი კიდევ მეტად გაფართოებას, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებას და  სფეროში ინოვაციური მეთოდების დანერგვას განაგრძობს, რისი კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი თბილისი ცენტრალში გახსნილი ინოვაციური და მასშტაბური ფილიალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები