LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც 12 წლის განმავლობაში გეშლება, ლოგიკურია, რომ შეიძლება, მე-13 წელსაც შეგეშალოს“ – ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევის შედეგებზე

128
BeFunky-collage (8)

„IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება შეეშალოთ – როდესაც 12 წლის განმავლობაში გეშლება, ლოგიკურია, რომ შეიძლება, მე-13 წელსაც შეგეშალოს – ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი არჩევნების შედეგებს“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

25% – “ქართული ოცნება”, 13% – „ნაციონალური მოძრაობა“ – მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რა მხარდაჭერა ექნებოდათ პარტიებს – IRI-ის კვლევა

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია გააკეთებს და საზოგადოებას წარუდგენს ცხრილებს, თუ როგორი იყო წარსულში, ერთი მხრივ, სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევის, მეორე მხრივ კი, არჩევნების შედეგები.

„შეგიძლიათ გაიხსენოთ წარსულში გამოქვეყნებული კვლევები, რა კვლევებს აქვეყნებდა IRI, რომელსაც ატარებდა IPM; რა კვლევებს აქვეყნებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC, ასევე რა კვლევებს აქვეყნებდნენ კონკრეტული ტელევიზიები და აქედან გამომდინარე შეუძლია საზოგადოებას დასკვნა გამოიტანოს, როგორ ჯობს პროგნოზების გაკეთება და რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა საბოლოო ჯამში იმ შედეგებს, რომელიც საარჩევნო სურათში აისახებოდა. ესაა ჩემი რეკომენდაცია – გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ – არა, ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IRI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს