LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთე რომ დაინახოთ: ინგლისში მსაჯებს ოკულისტი უქირავეს

48

ინგლისის პრემიერლიგამ ლიგის არბიტრებს ოკულისტი დაუქირავა, რათა მათი მოედნის ხედვა გაეუმჯობესებინა.
ექსპერიმენტში 10 მსაჯი მონაწილეობდა.

დოქტორმა შერილ ქოლდერმა სპეციალური პროგრამა EyeGym შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც მხედველობა უმჯობესდება. ამ პროგრამის დახმარებით მსაჯებს ბევრად უკეთ უნდა დაენახათ მოედანზე განვითარებული მოვლენები და გადაწყვეტილებაც ბევრად სწრაფად უნდა მიეღოთ.

უფრო ადრე ქოლდერი თანამშრომლობდა ”ტოტენჰემთან”, ასევე ინგლისისა და ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებებთან, ავსტრალიის კრიკეტის გუნდთან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან.

ქოლდერის კლიენტთა სიაში თავად ლეგენდარული მაიკლ ჯორდანიც იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები