LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს არის ჩემი შვილის ოჯახის ოთხფეხა წევრი „ჰიპო“ – სწორედ მისი უფლებები დაიცვა ჩემმა შვილმა მოძალადისგან“ – თამაზ ელიზბარაშვილი

176
Untitled design (6)

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით, უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით, ცხოველთა უფლებადამცველის თამაზ ელიზბარაშვილის შვილი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ როგორც ცხოველთა უფლებადამცველი, ბოლომდე დაიცავს ჰიპოს უფლებებს.

ჩემი შვილი პატარა დეკორატიულ ძაღლს ასეირნებდა – ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, რასაც მოჰყვა ჩხუბი, ჩემი შვილიც დაჭრილია – თამაზ ელიზბარაშვილი

„იარაღით დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა.. ფაქტია, ჩემს შვილს არ დაუწყია ეს სკანდალი, იმ ნაძირალამ დაიწყო ძაღლზე ძალადობა“ – რას ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი მომხდარზე

„ეს არის ჩემი შვილის, გურამ ელიზბარაშვილის ოჯახის ოთხფეხა წევრი. სწორედ აი ამ საყვარელი არსების უფლებები დაიცვა ჩემმა შვილმა მოძალადე ადამიანისაგან, რომელიც მოითხოვდა ძაღლის ამ ტერიტორიიდან გაყვანას.

თურმე არ სიამოვნებდა ეს ძაღლი აქ რომ სეირნობდა. იმდენად აგრესიული იყო ყაზახი ეროვნების პიროვნება ძაღლის მიმართ.. ფეხი მოუქნია ძაღლს, დაუწყო გინება, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. დაჭრილია ჩემი შვილიც და ყაზახიც. ჰიპო კიდევ შეშინებულია.

მე, როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი, ბოლომდე დავიცავ ჰიპოს უფლებებს. მას აქვს უფლება ისეირნოს ნებისმიერ სკვერში, არ სჭირდება არც ალიკაპი, არც საბელი.

როცა ჩემს ქვეყანაში გინდა ქართველი, გინდა უცხოელი პრეტენზიას გამოთქვამს ამ დეკორატიული ჯიშის ძაღლის მისამართით, თუ რატომ დადიან ქუჩაში, მაშინ ასეთ ადამიანს სჭირდება ალიკაპი და საბელი“, – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები