LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარე გრიგორიადისის დედა: მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს

212
BeFunky-collage

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ემიგრაციიდან დაბრუნდა. იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის შვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მან „ფორმულასთან” ისაუბრა.

„ჩამოვედი იმიტომ, რომ ვეღარ გავუძელი. ვითმენდი, მეთქი დღეს წავალ, ხვალ წავალ და ასე უცებ დავურეკე დედას და ვუთხარი, რომ უნდა წამოვიდე. თუ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში, მოლოდინი მაქვს, რომ უნდა გამოვიდეს და მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს”, – აცხადებს გრიგორიადისის დედა.

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს

ცნობისთვის, 15 ნოემბერს 12:00 საათზე და 17 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი პროცესები გაიმართება და, სავარაუდოდ, განაჩენიც გამოცხადდება.

„ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა 

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები