„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე კოალიციური მმართველობის შექმნის შესაძლებლობას გამორიცხავს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში:
„არანაირი კოალიციური მმართველობა. მტერმა, რაც უნდა იზრუნოს, არ გამოუვა, ეს ყალბი კვლევებიც და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რაც უნდა იწვალონ…
მე გეტყვით და დაგამშვიდებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ!“ – განაცხადა კახა კალაძემ.