LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხის სიბრძნის წყალობით მოგვენიჭება 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებული მადლობა ხალხს“ – კობახიძე

138
BeFunky-collage (2)

„საკმაოდ რთული 20 თვე გამოვიარეთ, მას შემდეგ რაც საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „8 ნოემბერი შავი დღე იყო რადიკალური ოპოზიციისთვის“.

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

„დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როცა ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საბოლოო ჯამში ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე.

8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის. წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსის საკითხს. დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობა.

„ოცნებას“ ისეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება“ – კახა კალაძე 

„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი არის 20 პროცენტი და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას. შეგახსენებთ, ეს კვლევები ჩატარდა იქამდე, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებდა დადებით რეკომენდაციას. ეს პროცენტები უფრო მეტად შემცირდება ოპოზიციის მხარეს და სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას. ამიტომ მიიღეს ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

მინდა, შეგახსენოთ, როგორი ორმაგი სტანდარტი აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამტკიცებენ, რომ სტატუსი ყოფილა არაფერი. აქედან ჩანს, როგორი ყალბები არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვართ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს, ამისთვის მადლობა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა მთელი 20 თვის განმავლობაში და არავის მისცა საშუალება, ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ხალხის სიბრძნის წყალობით მოგვენიჭება 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი. განსაკუთრებული მადლობა ხალხს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალისხმევა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს