ჯეფ ბეზოსი და მისი შეუდარებელი საცოლე, ლორენ სანჩესი გლამურულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. გვიან საღამოს პაპარაცებმა წყვილი მანქანაში გადაიღეს. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ფოტოებმა, სადაც „ამაზონის“ დამფუძნებელი თვალებდახუჭული იღიმის, უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„თვალი დახუჭა, ჩაიღიმა და ამ დროს 1 მილიარდიც დაიწერა მის ანგარიშზე“, „როცა გძინავს და მილიარდები გემატება“, „ასეთი მშვიდი ძილი მხოლოდ ამაზონის დამფუძნებელს შეუძლია“, „უსაყვარლესი წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ბეზოსმა და მისმა საცოლემ „ვოგის“ დეკემბრის ნომრის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა და გამოცემას თავიანთი სიყვარულის ისტორია გაუმხილეს. წყვილმა მომავალ ქორწილზეც ისაუბრა.