LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში საბურავის სწარაფად შეცვლის ჩემპიონატი ჩატარდა

45

უკრაინამ საბურავის გამოცვლის ჩემპიონატს უმასპინძლა. საერთაშორისო შეჯიბრი Tyre Challenge კიევში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობას გერმანიის, უნგრეთის, რუმინეთის, ხორვატიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის წარმომადგენლები იღებდნენ.
მონაწილეების მთავარი დავალება ავტომობილის საბურავის რაც შეიძლება სწრაფად გამოცვლა იყო. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომელშიც ალბათ ნებისმიერი მძღოლი მოხვედრილა და კონკურსანტებს ავტომობილის მწყობრში მოსაყვანად რაც შეიძლება ცოტა დრო უნდა დაეხარჯათ.
პირველი ადგილი კი სერბეთის წარმომადგენელმა დაიკავა და მან საბურავის გამოცვლას მხოლოდ 1 წუთი და 46 წამი მოანდომა. მეორე და მესამე პოზიცია კი რუმინეთმა და ხორვატიამ გაინაწილეს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში ქალბატონიც მონაწილეობდა და მას საბურავის გამოსაცვლელად 6 წუთი და 9 წამი დასჭირდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები