უნიკალური Ferrari LaFerrari გასაყიდად გამოიტანეს. ჰიპერქარი, რომელიც ამერიკელ როკ-ვარსკვლავს ეკუთვნოდა, 963 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი და ამ სიმძლავრეს 6,3 ლიტრის მოცულობის V12 ძრავა გამოიმუშავებს.
წარმოების დროს მთლიანობაში ბენზინ-ელექტრონული აგრეგატის მქონე 500 ავტომობილი გამოუშვეს და მათგან ერთ-ერთი 2024 წლის დასაწყისში აუქციონზე გაიყიდება. მოდელის მეპატრონე როკ-ჯგუფის Van Halen-ის სოლისტია.
კუპეს ძარა კრემისფერსა და თეთრ ფერშია შესრულებული, სახურავი შავია, სალონი ღია ფერის ტყავითაა გაფორმებული.
ასეთი დეკორი თავად მუსიკოსმა 2014 წელს Ferrari-ის ქარხანაში ვიზიტის დროს შეარჩია.