მეფე კარლი და კამილა პარკერ ბოულსი, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ასევე სამეფო ოჯახის სხვა წევრები, დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ აღლუმზე იმყოფებოდნენ.
ღონისძიებაზე ომის 10 ათასამდე ვეტერანს ალბერ-ჰოლში უმასპინძლეს. ამ დღეს ქეითმა ჩვეულებისამებრ პატივი მიაგო გარდაცვლილი დედოფლის ხსოვნას და მისი ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულით გამოჩნდა. ქეითიც და კამილაც, შავი ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილი, რაც ამ დღის პროტოკოლის ნაწილია.
ბოლო დროს ბევრი საუბრობს იმაზე, როგორ დაემსგავსა ფიზიკურადაც უელსის პრინცესა დედოფალ კონსორტს, ისინი აღლუმის მონაწილეებს აივნიდან ერთად მიესალმნენ.
კუბოკრული ქურთუკი, შლაქსები და ბათინკები – ქეით მიდლტონის საშემოდგომო ლუქი
ქეით მიდლტონი „ჰოლანდ კუპერის” 660 დოლარიანი ზოლიანი ორეულით გამოჩნდა