ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სია შეადგინეს. ანალიტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ევროპული ბაზარი დეტალურად შეისწავლა და დაადგინა, რომ პირველ ადგილს Volkswagen Golf იკავებს. მხოლოდ სექტემბრის თვეში Volkswagen-ის 30 986 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 5,1%-ით უფრო მეტია. რეიტინგის მეორე პოზიციას Renault Clio იკავებს და მისმა ევროპულმა გაყიდვებმა 16 859-ს მიაღწია. ფრანგულმა ბრენდმა პოზიტიური დინამიკა 32%-ით გაზარდა. და ბოლოს, ყველაზე გაყიდვადთა სამეულს Skoda Octavia ასრულებს. გასულ თვეს მასზე არჩევანი 15 857 ადამიანმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-ხუთეულში ასევე Volkswagen tiguan – 13 936 -ით და Dacia Sandero – 13 828 ავტომობილით მოხვდნენ.