ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. კურორტიდან ულამაზეს კადრებს ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„როგორც იქნა, ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა და მე ეს ყველაფერი პატარა ბაღანასავით მიხარია.
მინდა, რომ თოვლით გამოწვეული სიხარული გაგიზიაროთ, თქვენც დატკბეთ ჩემთან ერთად ამ სილამაზით“, – ამბობს გივიკო დიდია.
გივიკო დიდია ბახმაროს კოტეჯებიდან დილით გადაღებულ კადრებსაც აქვეყნებს აღწერით:
„ასე ლამაზად თენდება გურიაში“.