LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელი ხელსაყრელ ფასად მიიღებს

764
1

ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მომხმარებელი გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად – 225 ლარად მიიღებს.

შეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულ მოდელზე ვრცელდება და შეთავაზებით სარგებლობას მხოლოდ ფიზიკური პირები შეძლებენ.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი გიორგი ეთერია განმარტავს, გადაცემათა კოლოფის დაზიანებისა და მისი შეკეთების ხარჯების თავიდან აცილება ზეთის დროული შეცვლითაა შესაძლებელი.

„მომხმარებელს შეუძლია თავიდან აირიდოს გადაცემათა კოლოფის დაზიანება და შესაბამისად, მისი შეკეთების გაუთვალისწინებელი ხარჯები იმ შემთხვევაში, თუკი დროულად მიმართავს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ და გადაცემათა კოლოფში ხანდაზმულ ზეთს ორიგინალი წარმოების ზეთით ჩაანაცვლებს. შეთავაზების ფარგლებში სრული მომსახურებისთვის ის მხოლოდ 225 ლარს გადაიხდის. გვინდა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე 40 000-დან 80 000-მდე კმ გარბენზეა რეკომენდებული. ახალი, ორიგინალი წარმოების ზეთი კი უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის მსუბუქ და უსაფრთხო მუშაობას, მცირდება დატვირთულობის კოეფიციენტი და შედეგად, იკლებს საწვავის მოხმარება, ამასთან ერთად კი, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა იზრდება“, – აღნიშნავს გიორგი ეთერია.

მისივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უზრუნველყოფენ და მომხმარებელს ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

შეთავაზებით სარგებლობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, წინასწარ შეათანხმონ სერვისის მიღების თარიღი და დრო, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები