უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ქართველ ხალხს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადებითი რეკომენდაციის მიღებას ულოცავს.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს
როგორც არახამია აღნიშნავს, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსახურებაა.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“, – წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.
ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი…
Posted by David Arakhamia-დავით არახამია on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023
ცნობისათვის, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან საამისოდ ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ, ერთიანი გადაწყვეტილებით, დეკემბერში უნდა მიიღოს.
ამავე თემაზე: