ტრაგედია დატრიალდა ეროვნულ ლიგა 2-ში. გარდაიცვალა “ზუგდიდის” მეკარე შოთა მამინაშვილი. 31 წლის ფეხბურთელმა “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩისწინ გასახურებელ ვარჯიშზე გონება დაკარგა.
ექიმების მცდელობის მიუხედავად ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოახერხდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში “ზუგიდის” ფანკლუბის ფეისბუქგვერდმა გაავრცელა. რა თქმა უნდა, ამ მიზეზით “მცხეთა პარკზე” გასამართი მატჩი გადაიდო.
შოთა მამინაშიშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული და “ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია “მაჭახელასა” და ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაში.
“ავტორადიო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.