LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენტლი საქართველოში ოფიციალურად შემოდის- შოურუმი თბილისში იხსნება

134

ბრიტანული ”ბენტლი” საქართველოში ოფიციალურად შემოდის. მისი წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში ”ომეგა ჯგუფი” იქნება, სადაც აცხადებენ, რომ  კიდევ ერთი მდიდრული საავტომობილო ბრენდის შოურუმი და სერვისცენტრი თბილისში სულ მალე გაიხსნება.

”შოურუმის გახსნა თბილისში 24 ნოემბერს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე იგეგმება. პირველივე დღიდან ”ბენტლის” შოურუმში წარმოდგენილი იქნება ისეთი განსაკუთრებული მოდელები, როგორებიცაა: Bentley Continental GT, Bentley Flying Spur და Bentley Bentayga (W12 ძრავით)”, – აცხადებენ ”ომეგა ჯგუფში”.

მათივე ინფორმაციით, ”ბენტლის” სერვის-ცენტრი მომხმარებელს, როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე მექანიკური თვალსაზრისით, მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, ”ომეგა ჯგუფი” ქართულ ბაზარზე 1997 წლიდანაა წარმოდგენილი და ოფიციალური დილერია ისეთი საავტომობილო ბრენდების, როგორებიცაა: BMW, ”მინი კუპერი”, ”მაზერატი”, ”შევროლე” და ”ოპელი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები