LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე 22 წლის მამაკაცს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

165
Capture

22 წლის გ.ტ.-ს, რომელსაც გამოძიება 12 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავება ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა ხაშურის რაიონულ სასამართლოში დახურულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან საქმეში დაზარალებულის სტატუსით არასრულწლოვანი ფიგურირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები