„ვიმყოფებით მიუნხენში, სადაც ვნახეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისისთვის არის განკუთვნილი. მათი ნაწილი უკვე დამზადებულია, ძალიან მიხარია, რომ მალე ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში ეს სილამაზე დაიწყებს მოძრაობას“, – ამის შესახებ მიუნხენში სამუშაო ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ, ჯამში, შეიძინა 160 ერთეული ავტობუსი, რომელთაგან 50 ერთეული დედაქალაქში უკვე დეკემბერში ჩამოვა:
„დღეს ვიმყოფებით მიუნხენში, სადაც ვნახეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისისთვის არის განკუთვნილი. ნაწილი უკვე დამზადებულია. ძალიან მიხარია, რომ მალე ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში ეს სილამაზე დაიწყებს მოძრაობას. დეკემბერში 50 ერთეული უკვე თბილისში იქნება და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
დღეს გარკვეული გამოწვევები გვაქვს – ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ქალაქს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იყო, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება.
წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“, – თქვა კახა კალაძემ.
2024 წლიდან თბილისს 18-მეტრიანი ავტობუსები ეყოლება
2024 წლიდან თბილისს 18-მეტრიანი ავტობუსები ეყოლება
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023