LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქაერონავიგაცია“ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებს იწყებს

117
11

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოფრენა/გაფრენის პროცედურების წინასწარი სქემების შემუშავებისთვის, ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებების და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მონაცემების განსაზღვრისთვის 230 500 ევროს დახარჯავს.

აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7-8 თვეში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გეგმაზე ზაფხულში განაცხადა. ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები