LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები – ხელისუფლება მოქმედებს ისე, რომ აგრესორს პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს“ – ქადაგიშვილი

120
ირაკლი ქადაგიშვილი

„ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები – ხელისუფლება მოქმედებს ისე, რომ აგრესორს პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი აზრით, ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისგან, „რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება, უტიფრობა და უზნეობაა“.

„კონკრეტული ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ორ ტერიტორიაზე ხორციელდება.

ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები.

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა

ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიებული იქნეს და გადმოცემული იქნეს დამნაშავე ვინც ეს ჩაიდინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა და დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერჯერობით ტყვეობაშია.

კალაძე – უმძიმესია დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა – საქართველო ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი

სპეკულირება დღეს და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ვიხილეთ, არის სრული უზნეობა და პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი.

„ეს არის ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკის შედეგი, თვალწინ მიდგას განმუხურის ცნობილი კადრები.. მძიმე მდგომარეობაში გვამყოფებს ხელისუფლება“ – სოფო ჯაფარიძე 

აღსანიშნავია, რომ მანამდეც მომხდარა ასეთი ტრაგიკული ფაქტები, 2010-2011 წლებში და არასდროს იმდროინდელ ოპოზიციას არ გაგვიხდია ასეთი სპეკულირების საგანი ოკუპანტების ჩადენილი დანაშაულები. ეს არის ოკუპაციის შედეგი.

„ჩვენ უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას.. ძალიან გასაკვირია, რომ ვინმეს სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის.. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და სრულიად საქართველოს“ – სალომე ზურაბიშვილი

ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების ქმედებებმა, რომელიც „პროვოკაციის ზღვარზე გადიოდა“ რუსეთს აგრესიის განხორციელების საშუალება მისცა, დღევანდელი ხელისუფლება კი მოქმედებს ისე, რომ „პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს აგრესორს“.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„2008 წლის ომზე აგრესორს ეკისრება პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მაგრამ ვისაც ახსოვს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომელიც პროვოკაციის ზღვარზე გადიოდა და საშუალებას აძლევდა რუსეთს თავის აგრესია განეხორციელებინა.

როცა დღეს, დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ისე, რომ პროვოკაციის ადგილი არ დაუტოვოს აგრესორს, ამას აფასებენ რუსული ხელისუფლების ქმედებად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა

კითხვაზე, რამდენად ახერხებს „პროვოკაციის ადგილის არდატოვებას“ ხელისუფლება მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს კლავენ, ქადაგიშვილი უპასუხა, რომ „ასეთი ტრაგედიების ერთეული შემთხვევები აქვთ.“

„ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ერთეული შემთხვევებია ასეთი ტრაგედიების და ვიღაც რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას მეტი ესკალაცია მოჰყვება და რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს ოპოზიციიდან?! მათი ქმედებების შედეგი იყო, ის რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა“. – განაცხადა ქადაგიშვილმა.