LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს პოლიცია Apple-ის ტრეკერებს უფასოდ არიგებს, რაც ავტომობილების გახშირებულ ქურდობას უკავშირდება

112
apple

აშშ-ში Apple-ის GPS მოწყობილობების უფასოდ დარიგება დაიწყეს, რათა გაზრდილ კრიმინალს შეუშალონ ხელი. ვაშინგტონში ავტომობილების გატაცების სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა. პოლიცია შექმნილ ვითარებას გაჭირვებით უმკლავდება, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა დაიხმაროს მოწყობილობა რომელიც მართალია, კრიმინალს ვერ აღკვეთს, თუმცა მოპარული მანქანის პოვნას ნამდვილად გაამარტივებს. ადგილობრივებს AirTag-ებს უფასოდ დაურიგებენ, თუმცა მანამდე მათ უნდა დაამტკიცონ რომ ქურდებს შორის პოპულარულ რაიონებში ცხოვრობენ.

მოწყობილობას მსურველებს სპეციალურ ღონისძიებებზე მომავალი 3 თვის განმავლობაში დაურიგებენ. მთლიანობაში რამდენ ეგზემპლარზეა საუბარია არ ზუსტდება.

AirTag-ის მიღების შემდეგ, მოქალაქეები მის სმარტფონში დარეგისტრირებას და ავტომობილზე მიმაგრებას შეძლებენ. პოლიცია ირწმუნება, რომ ავტომობილის გადაადგილებისთვის თვალის დევნებას არ აპირებს და ტექნოლოგიას მხოლოდ საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გამოიყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები