LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება“ – ნინა ხუბუტიას რეაქცია უარყოფით კომენტარებზე

4381
ფორტუნა (14)

სანდრო შელია და ნინა ხუბუტია „მხოლოდ ლელასთან“ იმყოფებოდნენ სტუმრად. წყვილმა გულახდილად ისაუბრა მათ ურთიერთობაზე.

ლელა წურწუმიას კითხვაზე, როგორი რეაქცია ჰქონდა ყვითელ პრესის გამოხმაურებას მათ ქორწინებასთან დაკავშირებით.

„მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან ვნერვიულობ, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში ვიღებ კომენტარს. კრიტიკის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, პირიქით ჯანსაღი კრიტიკა კარგია ძალიან. მაგრამ დაუმსახურებელ ტალახს რომ იღებ, იქ, სადაც შენ არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ შენთვის ხარ და ხარ ბედნიერი და არ გაქვს იმის პრეტენზია, რომ რაღაცას წარმოადგენ.. ძირითადად რაც არ მომწონს, არის სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება. ყველას თავისი წარსული ცხოვრება აქვს და ეს ძალიან ნორმალურია.

ინსტაგრამზე რაღაც ვიდეო დავდე და პირადი შეტყობინებაც მივიღე, რომ ზუსტად ასე მოაწერა ხელი ყოფილ ცოლთანო. ასეთი შედარებები ჩემთვის გაუგებარია“. – ამბობს ნინა ხუბუტია.

„ჯვრისწერამდე გაქცევაზე ვფიქრობდი“ – რატომ გადაწყვიტეს სანდრო შელიამ და ნინა ხუბუტიამ ქორწილის რომში გადახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები