დათო არჩვაძე გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტზეა გადაღებული. ანსამბლმა ნუნუ დუღაშვილის ცნობილი სიმღერა „გადამრიე“ შეასრულა. ამ შესრულების შემდეგ მაცაცო სებისკვერაძე ნუნუ დუღაშვილს ხელზე ეამბორა:
„მე დაფასება და კოლეგიალობა ვიცი ასეთი… ერთი ლეგენდა მაცაცო სებისკვერაძე ხელზე ეამბორება მეორე ლეგენდას, ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს მადლიერების ნიშნად. ასეთ საქართველოში მინდა ვცხოვრობდეთ, სადაც ერთმანეთს ასე დააფასებენ…“
შეგახსენებთ, რომ „თეატრალურის კვარტეტს“ 3 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდა. ანსამბლის მოღვაწეობის დასაფასებლად თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.