„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასწავლებლის დღე არ იყოს მხოლოდ აღიარება და დაფასება, არამედ ამას მოვაყოლოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ახლო მომავალში პრემიერთან ერთად გავაჟღერებთ“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩევს ყოველწლიურად ღვაწლმოსილ პედაგოგებს – განათლების მინისტრი განმარტავს
„კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩვენ ყველა სკოლის მასწავლებლების ისტორიებს შევაგროვებთ დ ფართო, ინკლუზიური კომისიის შემადგენლობით, საუკეთესო ისტორიების მასწავლებლებს შევარჩევთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
როგორც ტვ „იმედის“ ეთერში მინისტრმა ასევე აღნიშნა, მასწავლებლებს განსაკუთრებული ადამიანების სტატუსი უნდა მივანიჭოთ:
„მასწავლებლებს უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული ადამიანების სტატუსი ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ ჩვენს შვილებზე, არამედ ზოგადად, ქმნიან საზოგადოებას, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ქვეყანას“. – აღნიშნა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი – მასწავლებლის ხელფასის მატების საკითხს შემდეგი წლიდან გვინდა, გადავხედოთ