„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისათვის, 1 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე „ავერსის“ კლინიკიდან გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.
ბადრაგი, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა, 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდების მხარე სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხის პირველი ნაწილით ედავება, რაც გულისხმობს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დაუდევარი დამოკიდებულების გამო დარღვევას, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.
2 ნოემბერს დააკავეს გაქცეული სამივე პატიმარი.