მუსიკოსი და საავტორო გადაცემა „სთორის“ წამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.
ერთ-ერთი კითხვა, გახმაურებულ სტატუსს ეხებოდა, სადაც თათია შარანგია წერდა, რომ ის ჯარჯი თორაძეს დაშორდა.
„არც ერთი წუთით მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ, მე ვარ ძალიან აფექტური ადამიანი, ჯარჯი ძალიან ემოციური. 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი. მაგრამ მერე უკვე ისეთმა საინტერესო რაღაცეებმა იჩინა თავი, რაზეც გული დამწყდა თანა გამიხარდა, იმიტომ, რომ ადამიანებმა გამოავლინეს თავიანთი თავი. მე არ მინდოდა, რომ დიდხანს გენერვიულათ და ამიტომ ძალიან მალე წავშალე ეს სტატუსი. მოკლედ, დაშორებულები მართლა არ ვყოფილვართ არცერთი დღე“, – განმარტავს თათია შარანგია.
“რა თქმა უნდა სამუდამოდ ერთად” – თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძის ფოტოს დასტური მისცა და გამოაქვეყნა