LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაკოტრების პირას მყოფი ჯონი დეპი რანჩოს ვერ ყიდის

24

ჯონი დეპი თითქმის ერთი წელია თავისი ფერმის გაყიდვას ცდილობს. გასული წლის დეკემბერში მსახიობმა უძრავ ქონებას 3,4 მილიონი დოლარი დაადო, თუმცა შეძენის მსურველი არ გამოჩნდა. მიმდინარე წლის მარტში დეპმა რანჩოს ღირებულება 2,9 მილიონამდე გააიაფა, თუმცა პოტენციურ მყიდველს ეს თანხაც ბევრი მოეჩვენა.

ამის შემდეგ, მსახიობმა მისი გაყიდვა აუქციონზე გადაწყვიტა, თუმცა ყველაზე მაღალი შეთავაზებული თანხა 1,4 მილიონი იყო.

შეგახსენებთ, რომ გაუთვალსიწინებელი ხარჯების გამო ვარსკვლავი გაკოტრების პირას არის. ინსაიდერების ცნობით, 15 მეტრიანი იახტის შესაძენად ცოტა ხნის წინ მან 18 მილიონი დოლარი გადაიხადა. მენეჯერების რჩევას, უფრო მოკრძალებულად გამოიყენოს ფინანასები, მსახიობი უცენზუროდ პასუხობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები