Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პეკინზე ველობილიკის მოწყობა დასრულებულია (ფოტო) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინზე ველობილიკის მოწყობა დასრულებულია (ფოტო)

58

პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობა დასრულდა, დაიხაზა. ასევე, დამონტაჟდა ველოსადგომები.

დილით ველობილიკზე პირველი ველოსიპედისტებიც გამოჩნდნენ. ინფორმაციას ფოტოსურათებთან ერთად, თბილისის მერია ავრცელებს.

ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი.

პეკინის რეაბილიტაციის შედეგად, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი გაკეთდა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ თბილისი ველოტრასებით დაქსელული არ არის, ამის გამო, მხოლოდ ამ მონაკვეთზე ველობილიკის მოწყობამ, საზოგდოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

თუმცა, მერიაში უკვე ორი წელია, თბილისში ველოტრასების განვითარების საკითხს განიხილავენ. დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ მოთხოვნის მიხედვით, ველობილიკებს სხვა ქუჩებზეც მოაწყობენ.ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები